ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის  69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, სწრაფად მოხდეს ფაქტის გამოძიება. 

"მედია სივრცესა და ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე  განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია. და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შემთხვევაში, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის ძალისხმევა რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიატრტებაშ ჩავდეთ 24 საათის განმავლობაში.

მე მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საარჩევნო საოლქო  კომისიას, გაერკეს სიტუაციაში. მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. 

ჩვენ არ დაუშვებთ რომ ასეთმა შემთხვევებმა, მიუხედავად იმისა, სანამ მოხდება ამ ფაქტის დადასტურება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამის წარმოების პროცედურები. რათა საზოგადოებას ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწპდპთ ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 

ყველა ასეთი შემთხვევა შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, რა თქმა უნდა აზიანებს საარჩევნო გარემოს, კენჭისყრის დღის მთლიანობას და რა თქმა უნდა აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიამრთებაში. 

ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას სასწრაფო წესით მოახდინონ საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.