ეცადე ბავშვს დაანახვო რისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე, მოაძებნიო საკუთარი თავი. ეგ ძნელია. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ადამიანი უნივერსიტეტში სამი წელიწადი ისწავლის და მერე  ანებებს თავს იმიტომ, რომ ხვდება,  ეს მისი საქმე არ არის. პროფესიის შერჩევაშიც დახმარება არის საჭირო, ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ „პირველ არხის“ ეთერში განაცხადა.

„მასწავლებლებს ვურჩევდი, პირველ რიგში, არასოდეს დაანებონ თავი სწავლას. მეორე რიგში -  კარგად დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა. ზოგჯერ ადამიანს ეზარება ხოლმე, მეც მქონია ასეთი შემთხვევა, რომ ამდენი წელია ამას ვაკეთებ და მოდი წელსაც იმავენაირად გავაკეთებ, არა, არ ივარგებს ეგ. რაღაცა მუდმივა შეიძლება რჩებოდეს, მაგრამ ინტერპრეტაციები განსხვავებული იყოს, სხვა მაგალითები მოიტანო, შეიძლება უკეთესიც, რაც აქამდე მოგიტანია. ეცადე ბავშვს დაანახვო რისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე, მოაძებნიო საკუთარი თავი. ეგ ძნელია. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ადამიანი უნივერსიტეტში სამი წელიწადი ისწავლის და მერე  ანებებს თავს იმიტომ, რომ ხვდება,  ეს მისი საქმე არ არის. პროფესიის შერჩევაშიც დახმარება არის საჭირო. რისთვის ხარ შენ, ყველაზე უკეთ რისი გაკეთება შეგიძლია, თან რაც სიამოვნებას მოგანიჭებს, ეს არის მთავარი ცხოვრებაში, რომ რასაც საქმიანობ  ის არ მოგბეზრდეს, იმიტომ რომ ცუდად გააკეთებ ამ საქმეს, და  ნდობა არ დაკარგონ თავიანთი მოსწავლეების, ეს მთავარია, და მასწავლებლებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ხანდახან ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ხოლმე ისტორიის, ქართულის, გეოგრაფიის, კულტურის, ხელოვნების, ან თუნდაც მათემატიკის, ფიზიკის მასწავლებლები. მათ ერთად გაცილებით მეტი რაღაცის  გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ცალ-ცალკე“,- განაცხადა გია მურღულიამ.