სანამ იტყვი: "მერე რა?!", დაფიქრდი, ვინ ხარ შენ და რისთვის ცხოვრობ ამქვეყნად,- ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„შესაძლოა, როგორც ადამიანის, ისე საზოგადოების მთავარ მტერთაგანი არის ორი სიტყვა: "მერე რა?!" - მიმტევებლობა და გულგრილი უპასუხისმგებლობა ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ.
რაგინდარა მიზეზით (უვიცობა, სიზარმაცე, დაუინტერესებლობა, აპათია, დეპრესია...) მოყვასის,  ქვეყნის, სიყვარულისა თუ სამართლიანობის უარყოფა და მათგან განზე გადგომა ადამიანს ვერ დაამშვენებს, რადგან საკუთარ ბუნებას აცლის.
სანამ იტყვი: "მერე რა?!", დაფიქრდი, ვინ ხარ შენ და რისთვის ცხოვრობ ამქვეყნად“,- წერს გია მურღულია.