ყველაზე გულწრფელები ის ადამიანები არიან, რომლებსაც კონკურენციის არ ეშინიათ - სიცრუე სისუსტის შენიღბვის მცდელობაა. გიყვარდეს ადამიანები, მაგრამ ფრთხილად იყავი - ნებით თუ უვიცობით მათ შეუძლიათ, უსამართლოდ ან მუხანათურადაც კი მოგექცნენ. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"არსებობს აკრძალული კითხვებისა და გამზადებული პასუხების სივრცე.ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სივრცეა.ასეთი სივრცე მაინცდამაინც არ უწყობს ხელს თავისუფალ აზროვნებასა და გონივრულ გადაწყვეტილებებს - მას სტერეოტიპების უპირობო ტყვეობაში არსებობა ურჩევნია."სამაგიეროდ", ის ხელს უწყობს კომფორტულ "მარაქაში გარევას" - როდესაც ილაპარაკებ, რასაც ისურვებ (ოღონდ რეალურად ეს სხვების სურვილის ანარეკლი იქნება) და არ გექნება არანაირი პასუხისმგებლობა.გამზადებული პასუხების საზოგადოება, რომელიც ფაქტებს არარსებულ თუ გამოგონილ აღქმებს ამჯობინებს, მუდამ "მკვდარი პოეტების საზოგადოებას" ებრძვის.როგორც ჩანს, ცხოვრებაც ამ ორი საზოგადოების ჭიდილია.