ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს:
"ერთხელ კოკო შანელმა თქვა:
"თქვენ არასდროს გექნებათ მეორე შანსი, რომ დატოვოთ პირველი შთაბეჭდილება".
რა განწყობას უქმნით ახალგაცნობილ ადამიანს, ძალიან მნიშვნელოვანია - ის მომავალ ურთიერთობებს გეზს აძლევს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის და რაკი პირველ შეხვედრას სხვებიც შეიძლება მოსდევდეს, ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ ახალ ადამიანს შეხვდით თქვენი ნამდვილი სახით - უკეთესი იქნება, თუ ასე გააგრძელებთ ყოველ მომდევნო ჯერზეც.
თუნდაც თავის მოსაწონებლად "თამაში" საჭირო არ არის - უკვე მეორე შთაბეჭდილება აზუსტებს და თვალსაჩინოს ხდის პირველს.
ბუნებრიობა, რომელიც მუდმივ "თამაშს" არ გულისხმობს, ყველაზე კარგი "პირველი შთაბეჭდილებაა".
და მაინც, სრულად გამოიყენეთ პირველი შესაძლებლობა - ის, მართლაც, არასდროს გამეორდება."