ნიჭიერება ღმერთისა და წინაპრების გენეტიკური განვითარების საჩუქარია.
მიზანსწრაფვა, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა ის არის, რასაც ადამიანი საკუთარ თავს აჩუქებს.
თუ ორივე საჩუქარს არ მიიღებ, წარმატება, კეთილდღეობა და ბედნიერება შენ ახლოსაც არ ჩაივლიან (ცხადია, გამონაკლისებზე არ ვლაპარაკობ). - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ის სამი, რაც საკუთარ თავს უნდა აჩუქო, მშობლებმა, სკოლამ და გამოცდილებამ უნდა მოგცენ - შენ კი ისინი არ უნდა უარყო და, შენი მხრივ, განავითარო.
ღმერთმა ყველა ადამიანს რაღაცის ნიჭი მისცა (უსაჩუქროდ არავინ იბადება), მაგრამ თუ თავად არ გინდა, ვერც იცხოვრებ.
ყოველი დღე კითხვაა:
"გინდა ცხოვრება?"
საინტერესოა, დღეს რა პასუხს გასცემ".- წერს გია მურღულია.