ყოველთვის არ არის აუცილებელი, შენი ბუნება შეცვალო - ცოდნა შეიძლება ივსებოდეს, სიკეთე თავიდანვე სრულყოფილია, - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„შეიძლება გაექცე მონობას, თავისუფლებას, უბედურებას, ბედნიერებას, სიძულვილს, სიყვარულს, დამარცხებასა და გამარჯვებასაც, მაგრამ ვერსად წაუხვალ საკუთარ ხასიათს - ყველა ვითარებაში ის ხარ, ვინც ხარ.
განვითარება მუდმივად საჭირო და სასარგებლოა, თუმცა ყოველთვის არ არის აუცილებელი, შენი ბუნება შეცვალო - ცოდნა შეიძლება ივსებოდეს, სიკეთე თავიდანვე სრულყოფილია“,- წერს გია მურღულია.