ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს:
"შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ არაფერი მიდის, რადგან ყოველი წამი ნაწილია იმისა, რაც ხარ.
არავინ არის ერთ დღეზე დიდი მასწავლებელი - ეს შენი გამოცდილებაა, რომელიც არასდროს გტოვებს.
დღეები სავსეა ადამიანებით, ფიქრებით, მოქმედებით, წარმატებებით, პრობლემებით, სიხარულით, სევდით, რწმენით, დაეჭვებით...
ცხოვრება ეს არის და როგორ შეიძლება დატოვო საკუთარი თავი - სად წახვალ, სადაც შენ არ იქნები?
შენ თავს კი არ უნდა გაექცე, არამედ უშველო.
დავიწყება საშველი არ არის.
ხსნა ახლის შექმნაა - არა პოვნა, არამედ სწორედ შექმნა.
ყოველი ღირებული ახალი ჩვენი მორიგი სახის შეძენაა, რომელიც ისე ვითარდება, რომ საკუთარ არსებას არ კარგავს.
ჩვენს დღეებს ჩვენ თვითონ ვქმნით.
შეგვიძლია ეს?
ვალდებულნი ვართ, შევძლოთ.
ამ გზაზე სხვებსაც თუ დავიმგზავრებთ, უკეთესია - არაფერია თანამოაზრეობაზე დიდი ძალა.
თანამოაზრეობა იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ბედნიერების მიღწევაში გვერდით დავუდგეთ და ხელი შევაშველოთ.
საბოლოოდ არაფერი გვტოვებს, განსაკუთრებით - ჩვენი ცხოვრება.
დავეხმაროთ ერთმანეთს, გვახსოვდეს ის, რაც პიროვნებებად გვაქცევს.
არც წუთისოფელს და არც ზესთასოფელს სხვაგვარი ადამიანები არ მოსწონთ.
და დააფასეთ ერთი დღე - ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელი."