"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა "(GDI) ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ კრიტიკული ტელეკომპანიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას და მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
"2023 წლის 6 აპრილს საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული მედიის სამ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, კერძოდ, „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თათია წოწონავას და ოპერატორს ზუკა ჩხვირკიას. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მედიის წარმომადგენლებმა დეპუტატებს კითხვები დაუსვეს აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირებასა და ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთანაც, რითაც გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. აღნიშნული უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, რის მეშვეობითაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს იყოს ინფორმირებული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. მედია, როგორც ინფორმაციის მასობრივი გავრცელების საშუალება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია ისეთი წესების არსებობა, რომელიც მედიას ხელს უშლის განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, პარლამენტს ანიჭებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და იმ ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვას, რომელთა დასმული კითხვებიც შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს მმართველ პარტიას. საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვის საფუძვლად არ ითვალისიწნებს პარლამენტარების უფლებას დაცული იყვნენ ჟურნალისტების კრიტიკული კითხვებისგან. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანება უშვებს ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.
ცხადია, ამგვარი მოწესრიგება გულისხმობს ჟურნსლისტურ საქმიანობაზე ინფორმაციული ფილტრის დაყენებას, რასაც მსუსხავი ეფექტი გააჩნია. მოქმედი წესის პირობებში ჟურნალისტებმა აკრედიტაციის შეჩერების შიშით შესაძლოა თავი აარიდონ მმართველი პარტიისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, რაც მათ წაართმევს შესაძლებლობას უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე.
აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული აკრედიტაციის შეჩერების წესი წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებასთან.
GDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებიკრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აღუდგინოს აკრედიტაცია, რადგან ირღვევა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები." - ნათქვამია ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ელისო ბოლქვაძის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტში გაუუქმდა აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს - თათია წოწონავა „მთავარი არხიდან“, რუსუდან დუმბაძე „ტვ პირველიდან“ და სოფო გოზალიშვილი „ფორმულადან“ და მათ ოპერატორებს.
რაზედაც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები