შალვა პაპუაშვილის მიერ შემუშავებული აკრედიტაციის წესი და ამ აკრედიტაციის გამოყენება სადამსჯელო მექანიზმად ჟურნალისტების წინააღმდეგ, სადაც პარლამენტში ოპოზიციური მედიების სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს, ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ და ანი წითლიძემ;

როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმიანციული და უკანონო, რომელიც ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას;

„საუკეთესო საბჭოურ სტილში, დღეს ელისო ბოლქვაძის დასმენის საფუძველზე, რომელიც გამოიწვია მის მიმართ კრიტიკულად დასმულმა კითხვამ კრიტიკული მედიის მიმართ, აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა და გაუუქმდა აკრედიტაცია სამ ჟურნალისტს, ესენია - თათია წოწონავა „მთავარი არხიდან“, რუსუდან დუმბაძე „ტვ პირველიდან“ და სოფო გოზალიშვილი „ფორმულადან“, ისევე როგორც მათ ოპერატორებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელების უფლება და აკრედიტაცია პარლამენტში. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ პარლამენტში, მათ შორის მაშინ, როდესაც ქალბატონი ელისო ბოლქვაძე საერთოდ არ იყო პოლიტიკაში და ბევრი სხვა „ქართული ოცნების“ დღევანდელი წარმომადგენელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მედიის წარმომადგენლები ხართ სრულიად სოლიდარული თქვენი კოლეგების მიმართ და თქვენც სავარაუდოდ გამოხატავთ თქვენს სოლიდარობას ამ სამი ჟურნალისტის და მათი ოპერატორების მიმართ. ჩვენ ჩვენს მხრივ მივმართავთ ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეს უფლებამოსილება სამივე ჟურნალისტს, ისევე როგორც მათ ოპერატორებს. ასევე მივმართავ სხვა პოლიტიკური პარტიების დეპუტატებს ხელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს, რადგან ეს არის დისკრიმინაციული და უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას. კრიტიკულ მედიას ამგვარი რეპრესიებით ვერ გააჩერებს ხელისუფლება, ხოლო თავად კიდევ მიუახლოვდება დასავლეთი გადაწყვეტილებას, რომ გაფართოვდეს სანქციები, რომლის პირველი მაგალითი მოხდა გუშინ ოთხი მოსამართლის დასანქცირებით. კრიტიკულ მედიას ვერ გააჩუმებთ“. - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანი წითლიძემ კი თქვა, რომ ამ ბრძანების გამოცემას აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივი და შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, რომ თუ არ გააუქმებს ამ ბრძანებას, მას ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება პარლამენტში;

„არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს იმ ბრძანებას, რომელიც გამოსცა შალვა პაპუაშვილმა. ამას აქვს ერთადერთი პოლიტიკური მოტივი, რომ შეზღუდოს და პრაქტიკულად საქმიანობა აუკრძალოს კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, რომ კრიტიკული კითხვები არ დაუსვან პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ ამ ბრძანების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პარლამენტში შეექმენაბ ძალიან დიდი დისკომფორტი“. - განაცხადა ანი წითლიძემ.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები