საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მიტროპოლიტი აბრაამი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

.

⛪ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში.

▪️ მართალ აბრაამ მამამთავრის მეოხებით, უფალმა გააძლიეროს და დაიცვას იგი, მიმადლოს მხნეობა და ჯანმრთელობა.

▪️ გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებასა შინა მყოფი მიტროპოლიტი აბრაამი",- ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.