ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, ინტერნატის ქუჩაზე, 2 100 კვ.მ ფართობზე რაიონის გამგეობა საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და პროექტის ბოლო ეტაპზე ასფალტის საფარი იგება. 

სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 260 514 ლარია გათვალისწინებული.