ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე,  დარიალის ხეობაში,  ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.