მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოძრაობა აკრძალულია, - აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად, ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - ნათქვამია განცხადებაში.