სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დიდ დიღომში ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალს აშენებს.
პროექტით 350 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას ქნება თანამედროვე არქიტექტურული იერსახის 3 სართულიანი შენობა და შიდა ეზო ღია სპორტული მოედნით და გადახურული სარეკრეაციო სივრცით. შენობაში განთავსდება: საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და საგამოცდო დარბაზი; ჰოლი, ადმინისტრაციული ნაწილი, ბიბლიოთეკა, არქივი და ტექნიკური სათავსოები; მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი და სასადილო დარბაზი სამზარეულოთი; სახურავი იქნება გამწვანებული, რაც დამატებით სივრცეს შექმნის სხავადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ამჟამად სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.