დღეს, 25 იანვარს, ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და ,, შეფიცულთა რაზმის'' წევრის - მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა. 

მიხა ხელაშვილი 123 წლის გახდებოდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტმა მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

ქართველ სახალხო პოეტს, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრ მიხა ხელაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი1900ახადი, — გ. 25 იანვარი1925ჩარგალი) — ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი. ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა.[1] სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე. მიხა ხელაშვილის ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია - ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებია, თუმცა ასევე მოიცავს ელეგიური ჟანრის მელანქოლიურ ნათქვამებსაც.[1] საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.საზოგადოება 

ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ განისვენებდა და შემდეგ მისმა დამ, სალომემ ნეშტი მოიპარა ჩარგალში დასაკრძალად.