ამის შესახებ, იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ დადგენილებაზე დაყრდნობით, რუსული მედია იუწყება.
„რუსეთის ფედერაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ფედერალური კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, რუსეთის მთავრობა ადგენს: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებით დაკავებული პროფესიონალი მძღოლები არიან და რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შემოსვლის წესით იმყოფებიან, დროებითი ყოფნის ვადა გაიზარდოს ჯამურად 180 დღემდე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ასეთი უცხოელი მოქალაქეები დადგენილი წესით წარადგენენ განაცხადს რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და ყოფნის (ცხოვრების) შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ხძალაში 30 ივნისს შედის.




