დემურ გიორხელიძე: საქართველოში საქართველოს გამყიდველების მთელი არმიაა

1568273908
საქართველოში საქართველოს გამყიდველების მთელი არმიაა,-ამის შესახებ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ში არაფერს წყვეტს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი "საერთოდ წარსულშია".
“რასმუსენს არაფრის შემოთავაზება შეუძლია – უკვე წარსულშია…
რასმუსენი ნატო-ში არაფერს წყვეტს…
სხვა სისტემაა იქ…
კრამერი – საერთოდ არავინაა, წარსულშია!
აპატურაი – ორმაგად არავინაა – წარსულშია,
თანაც სამივე იმ პოლიტიკური დინების პირმშოებია, აშშ-ს უძლიერესი კონსერვატიული ელიტა და მისი პრეზიდენტი სანაგვეზე რომ უჩენს ადგილს…
მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტები იცვლება… ყველაზე დიდი სიბრიყვე გერმანიასა და საქართველოს შორის პარალელების გავლებაა… პოლიტიკური მავნებლობის ტოლფასი პროვოკაციაა…
სხვადასხვა განზომილების, სხვადასხვა დატვირთვისა და წონის ქვეყნებია, საერთოდ რომ ვერანაირ ისტორიულ პარალელს ვერ გაავლებ…
ქართველ ნაბოზრებს ყველა დასავლელი არაფრისმაქნისი საკუთარი მიზნების რეალიზაციისათვის სჭირდებათ, საქართველო სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ…საკუთარი სახელმწიფოს მოსურნე ადამიანებმა,
დააკვირდით მსოფლიო პოლიტიკას…წინადადებები შეიძლება წამოვიდეს მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეებისგან…
სხვა ყველაფერი არის ბლეფი და წარსულს ჭაბღაუჭებული სანაგვეზე მოსროლილი პოლიტიკოსების ხორხოცი…
ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი…საქართველოს არა აქვს უფლება ხაფანგში გაჰყოს თავი…რთული პერიოდები გადავა…სწორედ ახლა უნდა სახელმწიფოს დანის პირზე დანაკარგების გარეშე გატარება…
არა?!მაშინ უარესი დანაკარგები წინაა…ოთხივე მეზობლელთან რთული პრობლემები გვაქვს და სირაქლემას პოზაში “ნატო, ევროკავშირის” პროვოკაციით ვმალავთ ამას… საკითხი არ დგას მიღების თაობაზე – არსად!
საკითხი დღის წესრიგში როდის დადგება – არავინ იცის..
საქართველოში საქართველოს გამყიდველების მთელი არმიაა – ისტორიული ავადმყოფობა, რაც დღეს კიდევ უფრო მძლავრია!”,-წერს დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა:
“კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ეწურება. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია”.