ვითომ ოპოზიციონერ, მილიარდერ ხაზარაძე ---ჯაფარიძის ოლიგარქიული დუეტი, აგრძელებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილთან გარიგებით ღალატის სერიალს.მიზანი შეინარჩუნონ პოლიტიკური და ქონებრივი იმუნიტეტი,სანაცვლოდ არსებულ რეჟიმს, არ შეუქმნან პრობლემები ძალაუფლებაში დასარჩენად..აღნიშნულისათვის ასევე უნდათ, როგორმე შეითრიონ ოპოზიცია ე.წ ადგილობრივ არჩევნებში,რითაც მთელი, ხალხის ბრძოლით მოპოვებული შიდა თუ საერთაშორისო შედეგები დადგება უდიდესი საფრთხის წინაშე. - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თუ ვინმე დამიმტკიცებს,რომ ადგილობრივი არჩევნებით ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში, შეცვლილა ხელისუფლება ტოტალიტარულ ქვეყანაში, მე მზად ვარ საერთოდ დავუტოვო ეს პოლიტიკა ამ გენიოს მტაცებელ ბანკირებს. წინასწარ მინდა მითითებულ ბატონებს ვაცნობო----თუ დე--იურე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით ისინი ისევ მიაფურთხებენ ხალხის მონაპოვარს,მე მათ წარვადგენ საერთაშორისო სანქციებზე და ნუ იქნება ეს მათთვის მოულოდნელი.ხოლო რას ნიშნავს ჩვენგან სანქციებზე წარდგენა შეუძლიათ გადახედონ ივანიშვილიდან დაწყებულა ყველა იმ დასანქცირებულის ვაებას,ვისთანაც ახლა ტკბილი ჭუკ--ჭუკი აქვთ გამართული.
პ.ს --------წეღან ღალატის სერიალი ვახსენე და ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს,შევახსენებ 1. ხაზარვიზიის ანუ ტვ--პირველის დაწყებითი ეტაპი იყო აღვირახსნილი ქოც--ბიძინისტობის ჟამი და ყველა გაყალბებული არჩევნების ერთობლივად დაკანონება,სანამ ეს ბატონები არ წაეკიდნენ ანაკლიაზე.
2. შარლ მიშელის მოღალატეობრივ მემორანდუმზე ხელმოწერა და პირველი პარლამენტში შევარდნა,რამაც გადაარჩინა უკვე ჩამომხობილი ოლიგარქიული რეჟიმი.
3. 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებში გარიგება ივანიშვილთან ამ ოთხი ევროპული ორიენტაციის პარტიებად წოდებული ამხანაგებისა,რომლის მიხედვითაც ელექტრო--- მანქანები ისე დაითვლიდნენ,რომ უმრავლესობით მოიყვანდა ჭორვილა პარლამენტში ამ შესანიშნავ ოთხეულს და დაუთმობდა პრემიერის პოსტს. რაშიც ასევე მწარედ გადაგდებულნი დარჩნენ. თუმცა ეს არაფერი გადაგდებული,დაცლილი და მილევადი დარჩა საქართველო.- წერს შალვა ნათელაშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.