ირანის ფორდოუს ურანის გამდიდრების ობიექტი და ხონდაბში მშენებარე მძიმე წყლის ბირთვული რეაქტორი ისრაელის თავდასხმების შედეგად არ დაზიანებულა, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA).
მათ ასევე მიუთითეს, რომ ირანის ქალაქ ნატანზში მდებარე ურანის გამდიდრების ქარხანაში, წინა დღის შემდეგ, ახალი დაზიანება არ დაფიქსირებულა. წინა დღეს იქ რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა.
14 ივნისს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ დაზიანდა ისპაჰანში მდებარე ბირთვული ობიექტის "ოთხი მნიშვნელოვანი შენობა", მათ შორის ურანის გადამმუშავებელი ქარხანა და საწვავის ფირფიტების დამამზადებელი ქარხანა.
იმავე დღეს, ირანმა განაცხადა, რომ შეზღუდავს თანამშრომლობას IAEA-სთან და გააკრიტიკა ორგანიზაცია ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით დუმილის გამო.
"გაუგებარია, რატომ ესხმიან თავს ამ მშვიდობიან ობიექტებს და რატომ დუმს სააგენტო", - ციტირებს AFP საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ყაზემ ღარიბაბადის სიტყვებს. მან დასძინა, რომ თეირანი აღარ ითანამშრომლებს სააგენტოსთან "ისე, როგორც ადრე".