თბილისის მერია გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის კვლევა-გამოცდის გეგმურ სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 19 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, 02:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
პირველ ეტაპზე, 19 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, დღეგამოშვებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება გმირთა მოედნის ესტაკადაზე ამსვლელ ყველა პანდუსზე. კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხრიდან, გმირთა
მოედნიდან მემორიალის მოპირდაპირე მხარეს ამსვლელ პანდუსზე, თამარ მეფის ხიდიდან და ზოოპარკის მიმდებარედ ამსვლელ პანდუსებზე.
შემდეგ ეტაპზე, 5 და 7 ივლისის ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას ქუჩიდან (სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის ხრიდან) ამსვლელ ესტაკადაზე, რომელიც უკავშირდება მერაბ კოსტავას ქუჩას
სპორტის სასახლის მიმართულებით და თამარ მეფის გამზირს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.