გავრცელდა ვერსია, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტში, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავია დაწერილი. თუმცა, პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ეღთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი უარყოფს, ხატმწერმა ის და ირმა ინაშვილი გამოსახა.
"მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს. ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს ყავისფერი, უფრო წითური ყავისფერი. ახლა თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი, ნუ არ ვიცი, მე მგონი, სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, მაგრამ, ნუ, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახით, ვერც თმით, მაგრამ, თუ გსურთ, რომ რაღაც გამოიგონოთ, ყველაფრის გამოყენება შეგიძლიათ.
მორიგი რაღაცა ტყუილები, რა, გავაფრენ, ამდენი ტყუილის ატანა რამდენად შემიძლია. [...] როდის დაიწერა ეს ხატი? 2018 წელს და მე თმა არა მაქვს უკვე 10 წელიწადია, 10 წელიწადია, მელოტი ვარ. რაღაცა შედარების უნარი ხომ არსებობს და მე ეგეთი თმა მაქვს? ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?". - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ტვ პირველთან საუბრისას.
მოგვიანებით კი გავრცელებულ ვერსიას პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ფეისბუკშ" ერთ-ერთ კომენტარის დროს უპასუხა.
"გამეხარდებოდა, ასეთი დახვეწილი სახე და ცხვირი რომ მქონდეს, მაგრამ არა მაქვს. ამ გოგონას გვერდით რომ მამაკაცია, ის (თქვენი ლოგიკით) სერგი კაპანაძე იქნება, სიბერეში..."
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
მომხდარი ფაქტის შემდეგ, "ალტ ინფოს" წარმომადგენლებმა ნატა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.
მოგვიანებით, სამების საკათედრო ტაძრიდან ხატი სხვაგან გადააბრძანეს. თუმცა, სად ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას