ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში. გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. “, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.