ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩის N31-ის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე განახლდა.
1 400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სკვერში გამოიცვალა ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა ახალი საპარკო ავეჯი, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, სავალი ბილიკები, საერთო სარგებლობის კიბე.
პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდა - ტერიტორიაზე 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო.
სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 267 000 ლარს შეადგენს.
დასრულებული პროექტი ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად დაათვალიერა.








