ბათუმი უმასპინძლებს ოფთალმოლოგიურ კონფერენციას: აქტუალური საკითხები ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაციისა და დიაბეტური რეტინოპათიის მართვის შესახებ

6 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ ბათუმში“ (მისამართი: ბათუმი, გოგებაშვილის ქ #10) კომპანია „როშ ჯორჯიას“ ხელშეწყობით გაიმართება ოფთალმოლოგიური კონფერენცია, რომელიც ბადურის დაავადებების ინოვაციურ მკურნალობას მიეძღვნება.

ღონისძიება ტარდება დიაბეტური რეტინოპათიის ცნობიერების ამაღლების კამპანიის “აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე” ფარგლებში. კამპანიის მიზანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანების ინფორმირება ბადურის რეგულარული შემოწმების, ადრეული დიაგნოსტიკისა და მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელი მკურნალობის მნიშვნელობაზე.

კონფერენციას დაესწრებიან ოფთალმოლოგები და ენდოკრინოლოგები აჭარის წამყვანი კლინიკებიდან. აგრეთვე, მოწვეული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე წარდგენილი იქნება ინოვაციური ანტიანგიოგენეზური ინტრავიტრეალური მედიკამენტების შესახებ საერთაშორისო კლინიკური კვლევების შედეგები, მოხდება კლინიკური გამოცდილების გაზიარება ინოვაციის ეფექტურობისა და უპირატესობების შესახებ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის უმნიშვნელოვანესი როლი

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური სამედიცინო საზოგადოებების მიერ 2026 წლის პრიორიტეტულ საკითხად არის გამოცხადებული დიაბეტური რეტინოპათიის მართვა. აღნიშნული პათოლოგია სიბრმავის წამყვან მიზეზს წარმოადგენს დიაბეტურ პაციენტებში, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2024 წლიდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დიაბეტური მაკულის შეშუპების (DME), ნეოვასკულური ასაკობრივი მაკულის დეგენერაციის (nAMD) და ბადურის ვენების თრომბოზის (RVO) მკურნალობა ახალი თაობის ანტიანგიოგენეზური მედიკამენტებით.

ხაზგასასმელია ამ პროგრამის სასიცოცხლო მნიშვნელობა სიბრმავის თავიდან აცილებისთვის, რადგან სწორედ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური მკურნალობა უნარჩუნებს მხედველობას მრავალ პაციენტს.

„სამედიცინო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ინოვაციური ანტიანგიოგენეზური ინტრავიტრეალური მკურნალობა ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება დიაბეტური მაკულის შეშუპების (DME), ნეოვასკულური ასაკობრივი მაკულის დეგენერაციის (nAMD) და ბადურის ვენების თრომბოზის (RVO) მკურნალობაში. ინოვაციური ანტიანგიოგენეზური ინტრავიტრეალური მკურნალობა ნიშნავს ნაკლები თვალშიდა ინექციების გამოყენებით მხედველობის გაუმჯობესებას ან შენარჩუნებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადებების ტვირთს და უკეთესობისკენ შეცვლის პაციენტების ცხოვრებას. ამასთან, კონფერენციაზე წარმოდგენილი რეალური კლინიკური პრაქტიკა აჭარაში, ადასტურებს ინოვაციური ანტიანგიოგენეზური ინტრავიტრეალური მკურნალობის მაღალ ეფექტურობას და პაციენტთა კმაყოფილებას“ -  ამობობს ნინო განუგრავა, კომპანია როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორი

პროგრამა:

შეხვედრაზე ოფთალმოლოგები — კახა შარაშიძე, ლიკა მელიქაძე, ეკა დუმბაძე და თამარ აროშიძე — განიხილავენ ბადურის დაავადებების (DME, nAMD, RVO) თანამედროვე მკურნალობას, წარმოადგენენ რთულ კლინიკურ შემთხვევებს და გაუზიარებენ კოლეგებს საუკეთესო პრაქტიკას. განიხილულ იქნება სფეროში არსებული მიმდინარე სირთულეები და მსოფლიო სიახლეები.

კონფერენციის დასასრულს მოეწყობა დისკუსია.

ინფორმაცია მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიის “აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე” შესახებ:

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების და, განსაკუთრებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ინფორმირებას იმის შესახებ, რომ მხედველობის დაკარგვა დიაბეტური რეტინოპათიის გამო თავიდან აცილებადი შედეგია. კამპანია მოუწოდებს პაციენტებს, დროულად მიმართონ ოფთალმოლოგს და მიიღონ თანამედროვე, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ინოვაციური მკურნალობა. მხედველობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.