ამის შესახებ უკრაინული მედია ანალიტიკურ პორტალ DeepState-ზე დაყრდნობით წერს.

DeepState-ის ანალიტიკოსების ცნობით, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში სოფელი კაზაცკოე დაიკავა და წინ წაიწია პოკროვსკსა და მირნოგრადში, ასევე ზაპოროჟიეში კამენსკოეს მახლობლად.

ოკუპაციური ძალების წინსვლა ასევე დაფიქსირდა  დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში შახოვესა და ნიკოლაევკასთან და ზაპოროჟიეს ოლქის ვასილივსკის რაიონში სოფელ კამენსკოეში.

უფრო ადრე ანალიტიკურმა პროექტმა აღნიშნა, რომ ნოემბერში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ტერიტორიის 505 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.