„არმენპრესის“ ცნობით, გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა

სომხეთი და ევროკავშირი აგრძელებენ მუშაობას ვიზების ლიბერალიზაციაზე. 

„რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ბევრი სომეხი ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენ გვსურს, რომ სომხეთის მოქალაქეებს შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში უპრობლემოდ იმოგზაურონ თავიანთი ოჯახებისა და მეგობრების მოსანახულებლად“, - თქვა კოსმა.

ბრიუსელში სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მე-6 შეხვედრა მიმდინარეობს. პარტნიორობის საბჭოს სხდომის შემდეგ, სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.