ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მან 130 მილიონი ევრო გამოყო ყურძნის მოსავლის ახალი მუდმივი გეგმის დასაფინანსებლად, რათა „დააბალანსოს მიწოდება“ და „აღადგინოს“ ყველაზე დაუცველ რეგიონებში გაჭირვებული ფერმების სიცოცხლისუნარიანობა.
ეს პროცესი გულისხმობს ვაზის და ნიადაგიდან ფესვებიანად ამოღებას, როგორც წესი, წარიმართება სპეციალიზებული აღჭურვილობის გამოყენებით, შეიძლება დაახლოებით 1000 ევრო დაჯდეს ჰექტარზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ენი ჟენევარდი ამტკიცებს, რომ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ღვინის მწარმოებელია და სადაც მსოფლიოს ვენახების 11 პროცენტია, უკვე რამდენიმე წელია კრიზისს განიცდის. მან დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სურსათის ევროკომისარს დამატებითი თანხების გამოყოფა სთხოვა „დაღმასვლის პროცესში მყოფი“ ღვინის ინდუსტრიის გადასარჩენად. ჟენევარდმა ასევე სთხოვა მას არალიკვიდური ჭარბი ყურძნისგან მიღებული ალკოჰოლის დისტილაციით სამრეწველო სპირტის წარმოების დაფინანსება.




