სოფელ ვახანში 2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სოფელ ვახანში, ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის მამათა მონასტრამდე მისასვლელი 2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ღირებულება 620 000 ლარს შეადგენს.
პროექტი გარდამავალი იყო მომავალი წლის სამუშაოები წისწრებით შესრულდა. რეაბილიტირებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს , როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ისე ვიზიტორების გადაადგილებას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 6 652 643 ლარი მიიღო, რომელიც სრულად გზების რეაბილიტაციისკენ მიიმართა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში უკვე 46 ინფრასტრუქტურული პროექტია დასრულებული.




