ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
ევროპის მაუწყებლობის კავშირმა ისრაელს ნება დართო მონაწილეობა მიიღოს კონკურსში „ევროვიზია 2026“.
ევროპის მაუწყებლობის კავშირის გენერალური ასამბლეის ხუთშაბათის სხდომის შემდეგ, ჰოლანდიურმა მაუწყებელმა AVROTROS-მა, ესპანურმა RTVE-მ, ირლანდიურმა RTE-მ და სლოვენიურმა RTV-მ დაუყოვნებლივ განაცხადეს, რომ 2026 წლის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
ისლანდიურმა მაუწყებელმა RUV-მა განაცხადა, რომ მისი დირექტორთა საბჭო მონაწილეობის საკითხს მომავალ ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, „ბი-ბი-სიმ“, რომელიც კონკურს ბრიტანეთის მასშტაბით აშუქებს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს კოლექტიურ გადაწყვეტილებას.
„საქმე ეხება ევროპის მაუწყებლობის კავშირის (EBU) წესების დაცვის უზრუნველყოფას და ინკლუზიურობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში.




