„მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე, რომელიც პარტნიორთა კრებამ რამდენიმე დღის წინ გადააყენა, „იმედის“ ეთერში განმარტავს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს ტელეკომპანიის დირექტორად დატოვება შესთავაზა.
„ლევან და გია გაჩეჩილაძეს ვუთხარი დამტოვეთ დირექტორად თუ ამის პრობლემა არ გაქვთ და თუ ირაკლი რუხაძის მოთხოვნა არ არის ჩემი გადაყენება. მე ვუთხარი მათ, რომ ახლა მიმდინარეობს სასამართლო დავა, დასრულდეს ეს დავდები და ამის შემდეგომ, როცა ყველაფერი გაირკვევა მერე გამათავისუფლონ,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
რაც შეეხება „მაეტროს“ თანამშრომლებს, ბაია გადაბაძე განმარტავს, რომ ის მათ მუდმივად საქმის კურსში აყენებს. „მათ ზედმიწვენით კარგად იციან და არიან საქმის კურსში რაც ხდება, ამ მენეჯმენტის ქვეშ როდდესაც მუშაობდნენ მათ ყველაფერი კარგად იცოდნენ... მაგრამ გაურკვეველია რა იყიდა ირაკლი რუხაძემ - ბიზნესურად წამგებიანი ტელევიზია, შენობა, რომელიც ტელეკომპანიას არ ეკუთვნის, სახელი, რომელიც მას არ ეკუთვნის თუ ამის უკან არ დგას რაღაც ინტერესი? რატომ მისცა მას გიას ეს თანხა?“ - კითხულობს გადაბაძე.