"ე.წ. პოსტი გამოვაქვეყნე 7 დეკემბერს. ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო "ტელეგრამის"(სოციალური ქსელი) "ჩატები". გულწრფელად ვამბობ, "ტელეგრამის" ჩატებზე არაფერი მქონდა გაგონილი და რაღაც დაახლოებით სახელებით დავიწყე ჩატის ძებნა. და რაღაც ჩატს ვპოულობ, და მხვდება სრული უბედურება...
ასევე წავაწყდი ამ ჩატში ჩემს ვიდეოს ფაბრიკაციას და ა, ფაბრიკაციის გარდა აქ იყო, 44 გოგონას სხვა ვიდეო, მათ შორის, არასრულწლოვნების." - ამის შესახებ მომღერალმა, ბაბი კირკიტაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ჯერ არ გადამიტანია, ჯერ კიდევ ამ პროცესში ვარ და სანამ ბოლო წერტილამდე არ მივალ, ალბათ, ჩემი ყოფაც და მდგომარეობაც ასეთი იქნება.
როდესაც მე ეს ვიდეო ვნახე, საკუთარი თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, გულშემატკივრისთვის, თანამშრომლებისთვის, კოლეგებისთვის ეს ამბავი მე უნდა მეთქვა. თუმცა, ისიც ვიცოდი, რომ ამ სტატუსიდან გაცილებით მეტი ადამიანი გაიგებდა. სანამ მათ ოჯახებში მივიდოდა ვიდეო და მათ ტელეფონებში აღმოჩნდებოდა, მანამდე ეს ყველაფერი მე მათ შევატყობინე.
ვიდეოს ნახვიდან შემდეგ რაც ხდებოდა, დეტალებს ვერც ვიხსენებ. მზად ასე არაფრისთვის ვიყავი, არც მოლოდინები მქონდა. უბრალოდ, იმ წუთს რასაც ვფიქრობდი, ჩემგან უნდა გაიგონ
ზიანი ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის კუთხით? ამ წუთს ამაზე არ ვფიქრობ. ამ წუთს მაქვს ერთი მიზანი, ეს ამბავი მივიყვანო ბოლომდე. შედეგი რომ დადგება მერე მივხვდები რა როგორ იყო. მეგობრები მირჩევენ ფსიქოლოგთან აუცილებლად უნდა მიხვიდეო, ალბათ ასე ვიზამ, ოღონდ ჯერ დამნაშავეებს გამოვიყვან საჯაროდ!
ვიდეოების გავრცელების მიზანია, რომ ის ადამიანი დაასამარონ, ცოცხლად მოკლა, ასეთი იყო ჩემს შემთხვევაში. " - განაცხადა ბაბი კირკიტაძემ.
მისივე თქმით, ვიდეო-ფაბრიკაცია მის ტელეფონში ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით აღმოჩნდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. განაცხადა, რომ ვიდეოს ნახვის მომენტში იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა.
ცნობისთვის, 2023 წლის 7 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - ვიდეო მონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩატებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ - არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!
2023 წლის 11 დეკემებერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბაბი კირკიტაძეზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.