3 თებერვალს, 2 საათზე, რუსთავში იგეგმება მასშტაბური მსვლელობა "აზოტის ქარხნიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერად - ამის შესახებ "აიპრესთან" აუდიტორია #115-ის წევრი გიორგი ჯავახაძე აცხადებს. მისი განმარტებით, მსვლელობის მიზანია ყველამ გაიგოს დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობა. 

"ხვალ, 2 საათზე არის დიდი მსვლელობა დაგეგმილი რუსთავში, თვითონ ქალაქში. რის შემდეგაც ავტობუსებით გადავინაცვლებთ ისევ ქარხანასთან. ამის იდეა ისაა რომ გაიგოს მთელმა რუსთავმა, რას  ვაპროტესტებთ ჩვენ, რა მდომარეობაა დასაქმების სფეროში და რამდენად ნიჰილისტურად ეკიდება ამას სახელმწიფო.

მსვლეობაზე იქნებიან აზოტის მუშები, ასევე პროფკავშირები, თავისუფალი გაერთიანებები, აუდიტორია #115, სხვა სტუდენტური მოძრაობები, მწვანე მუშტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მწვანე ალტერნატივა, იქნება თბილისის სოლიდარობის ქსელი და საკმაოდ ბევრი არასამთავრობო თუ თავისუფალი გაერთიანება", - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავის აზოტის ქახანასთან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქციას უკვე რამდენიმე დღეა მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ 350 ადამიანი ქარხნის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა.