პორტალი booking.moh.gov.ge გათიშულია. ამ დროისთვის ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი შეფერხებულია.
როგორც "აიპრესს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, არკვევენ თუ რა ხარვეზია და რამდენ ხანში გააქტიურდება პორტალი https://booking.moh.gov.ge/ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 326 033 აცრა ✅1 დოზით ვაქცინირებულია 845 420 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.6% ✅სრულად ვაქცინირებულია 480 613 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 16.8% ✅5 სექტემბერს აიცრა 16 298 ადამიანი