30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს. „დღევანდელი საზეიმო განწყობა განსაკუთრებულია იმ 800 ახალწვეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს დადო სამხედრო ფიცი“, - აღნიშნა საკუთარ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების დიდი ოჯახის მომავალზე და პროფესიული დღე განსაკუთრებით მიულოცა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლირებენ. „თავდაცვის ძალების იუბილეს ვულოცავ ჩვენი მომავლის იმედს - ახალგაზრდა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს - ყველას, ვინც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - აღნიშნა მან.
ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მათ.
„სწორედ, ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცისა და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.








