ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ვისაც სასულიერო პირის შესამოსელი აცვია, არ წარმოადგენს სასულიერო პირს. გამზარდიას განცხადებით, სახელმწიფო ყოველთვის ინფორმირებულია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებით.
"მოქალაქეების დამოკიდებულება, აი რას მოვესწარით ეკლესიაში? არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველას ვისაც აცვია სასულიერო პირის შესამოსელი სასულიერო პირს არ წარმოადგეს. აქ მეამიტური წარმოდგენა ჩვენ არ უნდა გვქონდეს. ეს არის უზარმაზარი ურთულესი ორგანიზმი უამრავი ადამიანით, სადაც ბუნებრივია არის თანაკვეთაში სპეცსამსახურის წარმომადგენლებიც. სახელმწიფო ყოველთვის ინფორმირებულია და შესაბამისი ორგანოები ყოველთვის მუშაობენ ამ თემებზე. მიუხედავად იმისა ჩვენ რა ვიცით და რა არა. ეს პროცესები რაც არის მე დიდი ხანია ვსაუბრობ რომ არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ ,რომ მაღალი რანგის სასულიერო პირზეა საუბარი ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ან პატრიარქი ან მისი ქორეპისკოპოსი, რომლის სიცოცხლის ხელყოფის თემაზე გავრცელდა ინფორმაცია", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ გადაცემა "პრიორიტეტში".