კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველმა მხატვრებმა - ალექსანდრე ვაშაყმაძემ და თამარ ჩხიკვაძემ თავიანთი ნამუშევრები ფლორენციის XV ბიენალეზე წარადგინეს. 

წელს ბიენალეს ძირითადი თემა იყო „შუქისა და სიბნელის ამაღლებული არსი: დუალიზმისა და ერთიანობის ცნებები თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინში“.

ფლორენციის XV ბიენალე ისტორიულ ციხესიმაგრეში, ქალაქის კულტურულ ცენტრში - Fortezza da Basso-ში გაიმართა.

ბიენალე ფლორენციაში 1997 წლიდან ტარდება. წელს ღონისძიებაში 84 ქვეყნიდან 500-ზე მეტი მხატვარი და დიზაინერი მონაწილეობდა.

ბიენალეში ქართველი არტისტების მონაწილეობა თანამედროვე კულტურულ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობასა და საერთაშორისო არენაზე გასვლასა და დამკვიდრებას უწყობს ხელს.