მონუმენტური მხატვარი, მოქანდაკე, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტს მხატვრის ასისტენტი სერგეი შაგულაშვილი ადასტურებს.

მისივე თქმით, გამოსამშვიდობებელი და დაკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

წერეთელი 1997 წლიდან - რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი. სსრკ სახალხო არტისტი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი, ორდენის სრული კავალერი "სამშობლოსათვის დამსახურებისთვის".

დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში.

მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (1995), ზურაბ წერეთლის სახელობის ხელოვნების გალერეის (2000) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (საქართველო, 2012) დამფუძნებელი.

ავტორია 5000-ზე მეტი ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნების (ფრესკები, მოზაიკა, პანელები). როგორც მოქანდაკე, მან შექმნა მრავალი ძეგლი, მათ შორის "მეგობრობა სამუდამოდ" მოსკოვში, "სიკეთე იპყრობს ბოროტებას" ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ, "ახალი ადამიანის დაბადება" სევილიაში, "უნდობლობის კედელი დაანგრიე" ლონდონში, ზოია კოსმოდემიანსკაიას ძეგლი რუზაში და სხვა.