ამის შესახებ მხატვარმა ოლეგ ტიმჩემკო "მთავარ არხთან" საუბრობს: 

"რაც დამიხატია ზუსტად იმას იღებს, ანუ კომპოზიცია ერთი და იგივეა მაგრამ შესრულება სხვადასხვა. რომ შეადაროთ ერთმანეთს მახავთ, ჩემი სიუჟეტია გადახატული, ოღონდ საშინლად. თანაც ჩემი ინიციალებიც აწერია O.T. თავიდან რომ აღმოვაჩინე, მესიამოვნა რომ ჩემს "ფეიქებს" ხატავენ, ვიფიქრე რა მაგარი ვარ, ცოცხალი ვარ და უკვე აყალბებენ ჩემს ნახატებს, მაგრამ ახლა აღარ მომწონს, რადგან ბევრი მეკითხება ყალბზე ჩემია თუ არა", - განაცხადა მხატვარმა.