ახალი წლისა და შობის ღამეს მეტრო და რიყის საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
როგორც, დედაქალაქიის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა განაცხადა, 31 დეკემბერს 23:00-დან დილის 04:30-მდე მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
რიყის საბაგირო კი, 31 დეკემბრის 23:00-დან 1 იანვრის 03:00-მდე იმუშავებს, და მგზავრებს ისიც უფასოდ მოემსახურება.
რაც შეეხება შობის დღესასწაულს, როგორც მერიაში აცხადებენ, 6 იანვარს მეტროპოლიტენი მუშაობას 24:00-დან 7 იანვრის 04:30-მდე გაახანგრძლივებს.