აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

1584428243
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს. განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მობრძანებისაგან და სააღსრულებო პროცედურებთან დაკავშირებით ისარგებლოთ ჩვენი დისტანციური სერვისებით:
▪ სატელეფონო კონსულტაცია - (032) 2 749 649 სატელეფონო კონსულტაციით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის, გადახდის იდენტიფიკატორისა და ზოგადი პროცედურების შესახებ;
▪ ვებ-პორტალი - my.gov.ge ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ:
▫ სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო მოქმედებები დაიწყება დოკუმენტის დედნის მოწოდების შემდეგ);
▫ ნებისმიერი ტიპის განცხადება და მიიღოთ პასუხი;
▫ ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნა;
▫ მოვალეთა რეესტრის ამონაწერის მოთხოვნა და მიიღოთ დოკუმენტი; ამავდროულად, my.gov.ge-ს საშუალებით:
▫ მიიღოთ პასუხი მიმდინარე საქმის შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ელექტრონული კანცელარიის საშუალებით;
▫ წარმოადგინოთ გამარტივებული საქმისწარმოების მიმდინარე საქმეებზე დამატებითი დოკუმენტაცია;
▪ვებ-პორტალი: მოვალეთა რეესტრი debt.reestri.gov.ge ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფორმაცია მოვალეთა რეესტრში თქვენი რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ;
▪ ვებ-პორტალი: ელექტრონული სააღსრულებო წარმოება nbof.reestri.gov.ge ვებგვერდის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი სააღსრულებო საქმისწარმოების მიმდინარეობისა და განხორციელებული მოქმედებების შესახებ;
▪ ელექტრონული ფოსტა - info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოითხოვოთ და მიიღოთ საჯარო ინფორმაცია
▪ ფეისბუქ მესენჯერი - აღსრულების ეროვნული ბიურო facebook.com/nbe.gov.ge მოგვწერეთ სოციალური ქსელის მეშვეობით და მიიღეთ ინფორმაცია ზოგადი სააღსრულებო პროცედურების შესახებ.
nbe.gov.ge Page 1 ყველა ვებ-პორტალი შეგიძლიათ იხილოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე: nbe.gov.ge