3 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ხანმოკლე წვიმა.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +24, +29°; მთაში +21, +26°; მაღალმთაში +18, +23°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +19, +24°; მთაში +17, +22°; მაღალმთაში +10, +15°, ზოგან +20°-მდე.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ტემპერატურა დედაქალაქში +23° იქნება.




