საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ I კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 281 504-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. რუსეთის იმ იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც საზღვარი I კვარტალში გადაკვეთეს შეადგინა 291 316

2024 წლის I კვარტალში საქართველოდან გასულ რუსეთის მოქალაქეთა ოდენობა საქართველოში დარჩენილთა ოდენობას 9 812-ით სჭარბობს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. 2022 წელს საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოდან გასულ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობას 56 369-ით სჭარბობდა.

2023 წლის განმავლობაში საქართველოდან გასული რუსეთის მოქალაქეების ოდენობამ საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა ოდენობას 30 986-ით გადააჭარბა.

სულ, 2022 წელს საქართველოში გამოქცეული რუსეთის 56 369 მოქალაქიდან 2023 წლის და 2024 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში დატოვა რუსეთის 40 798-მა მოქალაქემ.

2024 წლის I კვარტალში ქვეყნიდან გასულ უცხო ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობას 64 224-ით აღემატება.

საქართველოდან 2024 წლის I კვარტალში გასულ უცხო ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობით (სალდო შემოსვლასა და გასვლას შორის) ქვეყნების პირველი  სამეული ასე გამოიყურება: 

თურქეთი - 27579
სომხეთი - 20422
რუსეთი - 9 812.