გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/
სისტემაში შესასვლელად კი შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი თერთმენტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ვრცლად: https://naec.ge/#/ge/post/3263
ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.