შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 3 აგვისტოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ , შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

გისურვებთ წარმატებას! - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 2024 წელს გახსნილი იყო სულ 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის  80 000-მდე განმცხადებელი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი  სტუდენტი;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა განმცხადებელმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.