დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, გიურზამ 68 წლის კაცი დაკბინა.
არსებული ინფორმაციით, ქვეწარმავალმა ადგილობრივი იმ დროს დაგესლა, როდესაც მამაკაცი შინაური ფრინველის გადარჩენას ცდილობდა.
დაშავებული ზედა კიდურზე მიყენებული დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.
პაციენტს ანტიგიურზინი გაუკეთდა, რის შემდეგაც მკურნალობა გურჯაანის საავადმყოფოში განაგრძო.
ამ ეტაპზე, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი სახლშია გაწერილი.