შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება და 9 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის გამოყენებით. აბიტურიენტი შეძლებს გაასაჩივროს როგორც მთელი ნაშრომის, ასევე კონკრეტულად იმ დავალების შეფასება, რომელსაც არ ეთანხმება.

დეტალები გამოქვეყნდება ბმულზე.“ –ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.