აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/entrantdefault , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

ვრცლად: https://naec.ge/#/ge/post/3228გისურვებთ წარმატებას!