ამის შესახებ ინფორმაციას შვედური პრესა ავრცელებს.
შაბათს, როდესაც სტოკჰოლმში პრაიდი ტარდებოდა, სხვადასხვა თაობის, ეროვნების, რელიგიური მიმდინარეობის თუ ტრადიციების წარმომადგენელი 10 ათასი კაცი სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე კუნგსტრედგორდენის პარკში შეიკრიბა, რათა იესო ქრისტესთვის ემღერა ქება.
შეკრებილთა შორის იყო შვედეთის ქრისტიანი დემოკრატების პარტიის წევრი, სტოკჰოლმის ბოტკირკას მუნიციპალიტეტის საბჭოს დეპუტატი, მუნიციპალიტეტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დიალოგის და დემოკრატიის კომიტეტის თავმჯდომარე ადაი ბეთკინი, რომელმაც მოგვიანებით პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „მეტმა ადამიანმა უნდა გაბედოს სიმართლის დაცვა, ეს ჩვენი მოვალეობაა“ და პრაიდს „ქაოსის ჯაჭვი“ უწოდა.
„10 ათასი ქრისტიანი იესოს ქებას უმღერდა სტოკჰოლმში, როდესაც მეორე მხარეს ქაოსის ჯაჭვი აგრძელებდა სვლას.
„მეტმა ადამიანმა უნდა გაბედოს სიმართლის დაცვა, ეს ჩვენი მოვალეობაა“
10 000 kristna prisade Jesus i Stockholm, medan förvirringens tåg pågick på andra sidan.
— Aday Bethkinne (@AdayBethkinne) August 3, 2025
Fler måste våga stå upp för sanningen, det är vår skyldighet. pic.twitter.com/AjS0azJnpP
ადაი ბეთკინის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტს თან ახლავს ფოტო, რომელზედაც მის გვერდით მდგომი ქრისტიანი დემოკრატების პარტიის აქტივისტის და ლექტორის, გაბრიელ კიულენის მაისურზე არის წარწერა: „ღმერთმა შექმნა ადამი და ევა და არა ადამი და სტივი“.
პოსტმა მწვავე რეაქციები გამოიწვია და სამშაბათს საღამოს ადაი ბეთკინმა, რომელმაც არჩევნების დროს მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით მეორე ადგილი დაიკავა, განაცხადა, რომ თანამდებობებს და პარტიას ტოვებს.
„თავიდანვე ნათლად მივანიშნებდი, რომ თუ პარტიის პოლიტიკასა და ჩემს ღირებულებებს შორის არჩევანის გაკეთება მომიწევდა, ყოველთვის ავირჩევდი მას, რაც გულით მიყვარს. ახლა ამას ვაკეთებ და ვტოვებ პარტიას" - დაწერა მან.
ადაი ბეთკინმა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან პარტიის და თანამდებობების დატოვებაზე და პრაიდთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კომენტარზე დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა, მისი ყოფილი პარტიის მდივანმა, ლიზა-მარია ნორლინმა კი პრესისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილით გასცა პასუხი:
„ქრისტიანული დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებაა ყველა ადამიანის თანასწორობა და ხელშეუხებლობა. დღეს ლგბტ+ ადამიანები კვლავ ექვემდებარებიან მუქარას და შეურაცხყოფას. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის პრაიდს დიდი მნიშვნელობა აქვს“.
მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე,პოლიტიკოსი ზომიერების პარტიის წევრმა, სტინა ლუნდგრენმა, საზოგადოებრივ მაუწყებელისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში აღნიშნა: „ჩვენ სრულად ვგმობთ მის პოსტს“. ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას ქრისტიან დემოკრატებთან თანამშრომლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ დღეს შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის მიერ ფეისბუქში პრაიდის წინა დღეს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა მისი კაბინეტის წევრმა, ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანცმა.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რას გულისხმობდა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, როდესაც განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა (სინამდვილეში პოსტში კრისტერსონი წერს: „დღეს, ერთნაირსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ დაქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობის დამყარება. ჩვენთვის, ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტქი თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა უკრაინის ევროკავშირთან მიახლოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას" - „აიპრესი“) და მოითხოვს თუ არა ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისგან ლგბტ ქორწინების ლეგალიზებას, ჯესიკა როზენკრანცმა, „ინტერპრესნიუსის თანახმად, ასეთი პასუხი გასცა:
„შვედეთს ლგბტ თემის უფლებების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს და ამაყად გააგრძელებს ამას. ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების სრული სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა. ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს აქვს ერთი და იგივე განუყოფელი უფლება, იცხოვროს დისკრიმინაციის, სიძულვილისა და ძალადობის მუქარისგან თავისუფალმა. ეს ჩვენი კავშირის ძირითადი ღირებულებაა და ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისთვის უდავო პირობაა. თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს მის წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში [ლგბტ] ქორწინების ზუსტად იგივე ცნება მიიღონ“.
ჯესიკა როზენკრანცის პასუხს შეეხმიანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკორექტირა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა. ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
„აიპრესის“ მიერ ჯესიკა როზენკრანცის სოციალური ქსელების გადახედვამ აჩვენა, რომ სინამდვილეში, გაკეთებული განმარტება ბუნდოვანია და როგორც მინიმუმ წინააღმდეგობაშია ადრე მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებთან თუ პოსტებთან.
ასე მაგალითად, მის მიერ 28 ივნისს მარია მალმერ სტერენგარდთან და ნინა ლარსონთან ერთობლივად გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„უნგრეთის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებმაც ფაქტობრივად აკრძალა ბუდაპეშტის პრაიდის აღლუმი, უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია... ბუდაპეშტის პრაიდის აღლუმის ფაქტობრივი აკრძალვა ამ შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი მაგალითია. ეს შეუთავსებელია წესებთან და ფუნდამენტურ ღირებულებებთან, რომელთა დაცვაც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება.
ბუდაპეშტში ჩვენი საელჩოსა და მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორების მეშვეობით, შვედეთი მუდმივად უწევდა აქტიურ მხარდაჭერას ბუდაპეშტის პრაიდის აღლუმის ორგანიზატორებსა და უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოებას. ამ კვირაში ჩვენმა საელჩომ სიამაყით აღმართა ცისარტყელას დროშა შვედეთის დროშის გვერდით და გამოაქვეყნა საჯარო განცხადება ბუდაპეშტის პრაიდის აღლუმის მხარდასაჭერად“.
ეს განცხადება იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც ევროკომისიის პრზიდენტმა ფონ დერ ლაინმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარების ნებართვის გაცემისკენ მოუწოდა, ვიქტორ ორბანმა კი, თავის მხრივ, მას მკაცრად მოუწოდა წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ.
იმავე დღეს ჯესიკა როზენკარცმა X-ზე დაწერა:
„უნგრეთში პრაიდის აღლუმების აკრძალვა მიუღებელია.
უნდა შეგეძლოთ გიყვარდეთ ის, ვინც გსურთ, იყოთ ის, ვინც გსურთ და აჩვენოთ ეს. მთავრობა მუშაობს ამის უზრუნველსაყოფად. უნგრეთში და მთელ ევროპაში.
ამაზე ვწერ დღეს მარია სტერენგარდთანდა ნინა ლარსონთან ერთად“.
Ungerns förbud mot Prideparader är oacceptabelt.
— Jessica Rosencrantz (@Rosencrantz_J) June 28, 2025
Du ska kunna älska vem du vill, vara vem du vill och visa det. Regeringen arbetar för att att det ska vara så. I Ungern och i hela Europa.
Om det skriver jag med @MariaStenergard & @ninalarsson idag↓https://t.co/6Y79OtYYEw
ერთი საათით შემდეგ კი მან გაიზიარა მარია მალმერ სტერენგარდის შემდეგი ტვიტი:
„ნებაყოფილებითია ევროკავშირის წევრობა, მაგრამ არა დემოკრატიული პრინციპების ფუნდამენტური პატივისცემა, რასაც წევრობა გულისხმობს.
<ამას> ვწერ Expressen Debatt-ს ჯესიკა როზენკარცთან და ნინა ლარსონთან ერთად“.
EU-medlemskap är frivilligt - men den grundläggande respekten för de demokratiska principerna som följer med medlemskapet är det inte.
— Maria M Stenergard (@MariaStenergard) June 28, 2025
Skriver i @ExpressenDebatt med @Rosencrantz_j och @ninalarsson https://t.co/6K7R6D6OeG