საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის საშუალო და მედიანური ხელფასების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წელს საშუალო ხელფასი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 223,8 ლარით (1543 ლარიდან 1766,8 ლარამდე) ანუ 14,5%-ით გაიზარდა, მედიანური კი 198 ლარით (1040 ლარიდან 1238 ლარამდე) ანუ 19,0%-ით.

2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო ხელფასზე 29,9%-ით ნაკლები იყო, 2022 წელს 32,6%-ით.





საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მედიანური ხელფასის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს 2018 წლიდან ავრცელებს. 2018 წელს საშუალო ხელფასი 1068,3 ლარი, მედიანური ხელფასი კი საშუალოზე 34,5%-ით ნაკლები, 700 ლარი იყო.

2018-2023 წლების სტატისტიკური მონაცემების შედარება გვიჩვენებს, რომ სხვაობა მედიანურ და საშუალო ხელფასებს შორის მციდრდება, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საშუალო ხელფასის შესახებ მონაცემები საქსტატის კვლევას ეფუძნება, ხოლო მედიანური ხელფასი საქსტატს ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით აქვს დაანგარიშებული, მაშასადამე, შედარებით ნაკლები სანდოობით ხასიათდება.